შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
FEEL GOOD , PERFORM BETTER
შპს MASTER SPORT – ი დაფუძნდა 2005 წელს და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია კომერციული და საოჯახო ხაზის ტრენაჟორების, სპორტული ტანსაცმლის,ფეხსაცმლის და აქსესუარების რეალიზაციაზე.
MASTER SPORT – ის საქმიანობაში ძირითადი აქცენტი კეთდება ფიტნეს კლუბებისა და სპორტული დარბაზების მოწყობაზე მაღალი ხარისხის ტრენაჟორებით.
კომპანიაში მოქმედი კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის სერვისულ მომსახურებას და სათადარიგო ნაწილებით შეუფერხებელ მომარაგებას როგორც საგარანტიო, ასევე გარანტიის შემდგომ პერიოდში, რაც მეტად აუცილებელი პირობაა საიმედო პარტნიორის იმიჯის დასამკვიდრებლად.
MASTER SPORT – ის მიერ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა:
MATRIX, VISION, BODY-SOLID, BODY-SCULPTURE, PROTEUS.
2011 წლიდან MASTER SPORT – ის პორტფელს ემატება მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მწარმოებელი სპორტული ბრენდი ERKE, რომელმაც თავისი ინოვაციური ტექნოლოგიების და დიზაინის წყალობით მალე მოიპოვა პოპულარობა ადგილობრივ მომხმარებელში.
დაარსებიდან დღემდე კომპანიამ თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლო ლიდერი კომპანიის სტატუსი დაემკვიდრებინა საქართველოს ბაზარზე და კვლავაც აგრძელებს ზრუნვას მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე და მომხმარებლის მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.
ხშირად დასმული კითხვები
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ვებგვერდზე ანგარიშსწორება შესაძლებელია შემდეგი ბარათით: VISA, MASTERCARD, AMERICAN EXPRESS, ასევე Apple Pay / Google Pay.